ფეხბურთი

16:49 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე სილვესტრი 6 თვეს იუქმებს

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და გენუის “სამპდორიას” მცველი ლორენცო დე სილვესტრი მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. 27 წლის ფეხბურთელს კვირას რომში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაუკეთებდა და მისი სარეაბილიტაციო პერიოდი სწორედ გვიან შემოდგომამდე გასტანს.

ლორენცო დე სილვესტრი ხორვატიასთან გამართული მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. “სამპდორიას” უკანახაზელს “სკუადრა აძურას” რიგებში 4 მატჩი აქვს გამართული.

0.10982