ბაჩანა არაბულის თქმით, საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოში” უშუალოდ გია გეგუჩაძემ მიიწვია.
“შეთავაზება გია გეგუჩაძისგან მივიღე და სიამოვნებით დავთანხმდი. ასეთ ტიტულიან გუნდში თამაში პრესტიჟულია. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის “დინამოში” ყოფნა დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.
2 ან 3 ივლისს ევროთასებზე პირველ მატჩს ჩავატარებთ და შეკრებაზე დიდი დატვირთვის ფონზე ვვარჯიშობთ. მაქსიმალური მზადყოფნაა საჭირო, რადგან ევროთასის პირველი თამაშიდან ერთ თვეში საქართველოს ჩემპიონატიც დაიწყება.
გუნდში ახალი მწვრთნელია, ახალი ტაქტიკური მონახაზები იხვეწება, რომელიც მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. გუნდში ყველაფერი იდეალურადაა. “დინამო” ერთი დიდი ოჯახია და ამ კლუბს სხვანაირად არც შეეფერება” – განაცხადა 21 წლის ფორვარდმა “დინამოს” ვებგვერდთან საუბარში.