მექსიკური “კერეტაროს” 35 წლის ბრაზილიელმა შემტევმა რონალდინიომ კარიერა შესაძლოა თურქულ “ანტალიასფორში” გააგრძელოს. რონალდინიო შემდეგ კვირაში თურქული კლუბის პრეზიდენტს შეხვდება, აღნიშნულ ინფორმაციას turkish-football ავრცელებს.
ბრაზილიელი შემტევი ზაფხულში “კერეტაროს” დატოვებს. რონალდინიომ მექსიკურ “კერეტაროს” ღირსებას 2014 წლიდან იცავს, სადაც ბრაზილიელმა 23 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.