ფეხბურთი

13:28 | 13.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილა” გაძლიერებას განაგრძობს

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის “დილა” გაძლიერებას განაგრძობს. შიდაქართლურმა გუნდმა ამჯერად “სამტრედიას” მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი დაიმატა. 31 წლის ფეხბურთელი უკვე “დილაშია” და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

მუჯრიშვილი, რომელსაც თავის დროზე უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით “სამტრედიაში” უთამაშია, გორელთა მერვე შენაძენია გიორგი ნავალოვსკის, დავით კვირკველიას, ნუკრი რევიშვილის, ოთარ მარცვალაძის, გიორგი ილურიძის, ალექსანდრე ამისულაშვილისა და ისლამ მაშუკოვის შემდეგ.

31 წლის მუჯრიშვილმა გასულ სეზონში იმერული გუნდის ღირსება უმაღლეს ლიგაში 7 შეხვედრაში დაიცვა. “სამტრედიას” შემადგენლობაში იგი 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობდა.

0.119884