ცნობილი უნგრელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის, იუდიტ პოლგარი თავისი ქვეყნის ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პოლგარი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ იუდიტი არამარტო საჭადრაკო, არამედ მთლიანად სასპორტო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი სამი დიდან ერთ-ერთია, რომელთაც მათი მამა ავარჯიშებდა და ვაჟთა შორის ტურნირებისათვის ამზადებდა. მამას მხოლოდ იუდიტმა გაუმართლა, რომელმაც ვაჟთა შორის ჭიდილში საკმაო წარმატებას მიაღწია. ჯერჯერობით ერთადერთია მანდილოსანთა შორის, რომელიც 2007-იანთა ელიტარულ რეიტინგში შევიდა. ქალთა შორის პრინციპულად არ თამაშობდა და ამიტომაც ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მას რომ ეს პრინციპი არ გამოეჩინა არავინ იცის რამდენჯერ დაიდგამდა თავზე საჭადრაკო გვირგვინს.
იუდიტი მის დებში საშუალო იყო. უფროსი და ჟუჟა ძირითადად ქალთა შორის თამაშობდა. ამ სქესის წარმომადგელენთა შორის, კლასიკურთან ერთად სწრაფ ჭადრაკშიც აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი. რაც შეეხება უმცროს სოფიას, დებისაგან განსხვავებით, მას სერიოზული წარმატება არ ჰქონია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო დიდოსტატის ნორმატივიც კი ვერ შეასრულა. იგი ქართველ-ებრაელ იონა კოზაშვილზე არის გათხოვილი და ამჟამად ისრაელში ცხოვრობს.
იუდიტ პოლგარმა აქტიურ სპორტს თავი 2014 წელს დაანება, წელს კი ჭადრაკს კვლავ დაუბრუნდა და ახლა სპორტის ამ სახეობას მწვრთნელის სახით მოევლინა.