ფეხბურთი

20:51 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა მანჩესტერში, დე ხეა მადრიდში?

ინგლისურმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" და მადრიდის "რეალმა" შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელები გაცვალონ. გამოცემა "დეილი ტელეგრაფის" ინფორმაციით, "იუნატედს" ფრანგი ქარიმ ბენზემას შეძენა სურს, ხოლო მადრიდელებს მეკარე დავიდ დე ხეასი. ინგლისელი ჟურნალისტების ვარაუდით, გუნდები შესაძლებელია ფეხბურთელების ბარტერზე შეთანხმდნენ.

ქარიმ ბენზემამ გასულ სეონში ესპანეთის პრიმერა დივიზიონში 29 მატჩში 15 გოლი გაიტანა, ხოლო დავიდ დე ხეამ პრემიერლიგაში "იუნაიტედის" ღირსება 37-ჯერ დაიცვა.

0.117417