ფეხბურთი

18:53 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუნაიტედმა" დეპაი წარადგინა

ინგლისურმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰოლანდიური "ეინდჰოვენიდან ერთი თვის წინ ნაყიდი მემფის დეპაი ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ "წითელი ეშმაკების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

"ეს მიზნის ასრულებაა. ვითამაშებ მსოფლიოს უდიდეს გუნდში და მექნება შესაძლებლობა ვიმუშავო ისეთი შესანიშნავი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, როგორიც ლუის ვან გაალია. ჩემი შესაძლებლობების მჯერა და ჩემს ყველა მიზანს განვახორციელებ", - განაცხადა 21 წლის დეპაიმ.

დეპაის ტრანსფერზე კომენტარი მანჩესტერელთა თავკაცმა ლუის ვან გაალმაც გააკეთა:

"დეპაი აქვს იმის პოტენციალი, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს. იგი მოვიდა იმ გუნდში, სადაც კარგ მუშაობას გააგრძელებს, რომელიც უკვე დაწყებული აქვს", - თქვა ვან გაალმა.

მემფის დეპაი "იუნაიტედის" ღირსებას მომდევნო ოთხი სეზონის განმავლობაში დაიცავს. "ეინდჰოვენში" იგი 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, ხოლო გასულ სეზონში ერედივიზიონში 30 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098284