ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” და “დეტროიტ პისტონსმა” კალათბურთელები გაცვალეს.
“მილუოკმა” “პისტონში” 28 წლის თურქი ფორვარი ერსან ილიასოვა გაუშვა, ხოლო თავის მხრივ ჯეისონ კიდის გუნდმა “დეტროიტიდან” ორი კალათბურთელი, 35 წლის მსუბუქი ფორვარდი კერონ ბატლერი და 29 წლის ფორვარდი შოუნი უილიამსი დაიმატა.
ილიასოვა 2014-15 წლის სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 11.5 ქულას და 4.8 მოხსნას აგროვებდა. ამავე სეზონში უილიამსი “დეტროიტს” საშუალოდ 2.6 ქულას სძენდა. ხოლო ბატლერი – 5.9 ქულას.