კალათბურთი

17:23 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარმელო ენტონიმ საფეხბურთო კლუბი იყიდა

“ნიუ იორკ ნიქსის” ვარსკვლავმა კარმელო ენტონიმ საფეხბურთო კლუბი “პუერტო რიკო” შეიძინა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია რა თანხა გადაიხადა კარმელომ კლუბის შესაძენად.

“ფეხბურთის დიდი გულშემაკტივარი ვარ. მინდა ამ ლამაზ კუნძულზე ეს სპორტი უფრო განვითარდეს, ამიტომ გადავწყვიტე აქ საფეხბურთო კლუბი შემეძინა”- განაცხადა კარმელო ენტონიმ.

“პუერტო რიკო” 2016 წელს ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში თამაშს აპირებს. კლუბის სტადიონი 12 500 კაცს იტევს.

0.115342