ჭადრაკი

16:17 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივი ჩემპიონატების ლიდერები

5 ტურის შემდეგ, საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკე გოგონათა ჩემპიონატს 4 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს თეა ჭოლაძე.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება მონაწილეთა დიდი ჯგუფი: მარიამ ჯავახიშვილი, ლილე ქორიძე, ნატა ჯიბუტი, ნინო ჯალაღონია, მარიამ ბაღდავაძე და მარიამ ჯანიაშვილი.

ამავე ასაკის ჭაბუკებში 5-დან 4,5 ქულით ორი ლუკას, ლიჩელის და ობოლაძის დუეტი ლიდერობს. 4-4 ქულა დააგროვა ასევე ორმა მონაწილემ: ნიკოლოზ ცომაიამ და გიორგი თავზარაშვილმა.

12 წლამდე გოგონებში 4,5 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს თამარ ესაძე. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში: ნია დოღვანს და ეკატერინე ფიფიას.

12-წლიან ბიჭებსაც ერთი 4,5-ქულიანი ლიდერი ჰყავს ნიკოლოზ კაჭარავას სახით. ხოლო, 4-4 ქულით შემდეგ ადგილებს: აკაკი ღაჭავა, გიორგი სართანია და ლაზარე ლომსაძე ინაწილებენ.

0.115492