საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში 20 წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის ადრე გამოცხადებული 16 ივნისის ნაცვლად მიმდინარე წლის 22 ივნისს დაიწყება. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ განუცხადა.
რაც შეეხება ჩატარების ადგილს, აქ ცვლილება არ მომხდარა და როგორც გამოცხადებული იყო, აღნიშნულ ჩემპიონატს ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლე უმასპინძლებს.