ჩოგბურთი

15:24 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა და ბაკშიმ ცივაძეს მხარი ვერ აუბეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა გიორგი ჯავახიშვილმა და ალექსანდრე ბაკშიმ პანტიანში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში ვერ გააღწიეს.

ბაკშიმ მე-2 ნომრად განთესილ იტალიელ მარკო ბორტოლოტისთან 4:6, 2:6 წააგო, ხოლო ჯავახიშვილი ჩეხ მარეკ რეჰაჩეკთან 3:6, 6:4, 3:6 დამარცხდა.

ამგვარად, პანტიანში თამაშს ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი აგრძელებს. მე-5 განთესვის მქონე გიორგი ცივაძე ბრაზილიელ ჩაიო სილვას დაუპირისპირდება.

წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში ბაკში და შოთა მეფარიძე პირველი რეიტინგის მქონე იტალიელებს – ბორტოლოტის და მონკაგატოს გაეჯიბრებიან, ნოდარ ითონიშვილი და დავით კვერნაძე კი მეოთხედფინალში პოლონურ დუეტს (დრჟევიეჩკი-ზიელინსკი) ვერ გაუმკლავდნენ – 1:6, 1:6.

0.163275