ფეხბურთი

15:12 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი და "ალ სადი" გაოფიციალურდა

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ ჩავი ერნანდესმა ყატარულ "ალ სადთან" 2-წლიან კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერა ხელი. 35 წლის ფეხბურთელი აზიურ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, მომავალში სამწვრთნელო კარიერის დაწყებას გეგმავს.

"სამწვრთნელო კარიერა? - რატომაც არა. არ მინდა რომელიმე კარი ჩემთვის დახურული იყოს, "ბარსელონაში" სიამოვნებით დავბრუნდები", - თქვა ჩავიმ.

ჩავი "ბარსელონაში" 1998 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. მათ შორის ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ.

0.112286