ჩოგბურთი

0:11 | 12.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძემ ნახევარფინალში უბრძოლველად გააღწია

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ პანტიანში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში უბრძოლველად გააღწია. მე-5 ნომრად განთესილ ცივაძეს პირველი რეიტინგის მქონე ვიკტორ ბალუდასთან უნდა ეთამაშა, თუმცა, რუსმა ჩოგბურთელმა კორტზე გასვლა ვერ მოახერხა.

ნახევარფინალში გასასვლელად კიდევ 2 ქართველი ჩოგბურთელი იბრძოლებს. გიორგი ჯავახიშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ მარეკ რეჰაჩეკს ეთამაშება, ხოლო ალექსანდრე ბაკში, რომელმაც თანამემამულე ირაკლი მეტრეველს 6:2, 6:3 სძლია, მე-2 რეიტინგის მქონე იტალიელ მარკო ბორტოლოტის დაუპირისპირდება.

წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ბაკში და შოთა მეფარიძე პირველ ნომრად მიჩნეულ იტალიური დუეტს (ბორტოლოტი-მონკაგატო) ეთამაშებიან, ხოლო ნოდარ ითონიშვილი და დავით კვერნაძე ძალებს პოლონელებთან (დრჟევიეჩკი-ზიელინსკი, მე-2) მოსინჯავენ.

0.114231