ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ასპარეზობა დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შეჯიბრის პირველ წრეში სოფომ ბელარუს სვიატლანა პირაჟენკასთან 5:7, 1:6 წააგო, წყვილთა მეოთხედფინალში კი შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა რუსებს – ივახნენკოს და მონოვას ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 7:6 (8:6), 8:10.