ფეხბურთი

20:19 | 11.06.2015 | ნანახია 942 - ჯერ

“სენტ ეტიენი” გალტიეს ენდობა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინდარმა “სენტ ეტიენმა” მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ “სენტ ეტიენის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“ჩემთვის ეს საამაყოა. ეს გუნდი ამბიციურია”, - განაცხადა გალტიემ.

48 წლის სპეციალისტი “მწვანეებს” 2009 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს. გასულ სეზონში “სენტ ეტიენი” ლიგა 1-ში 69 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მხოლოდ 2 ქულა დააკლდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:31 | 11.06.2015
francuza-!- (1372)

უნდა ენდნონ კიდეც! რა გუნდი დააყენა პროსტა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124925
სარეკლამო ადგილი - 99
X x X