გასულ სეზონში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატში ვერცხლის მედლების მომგები ბათუმის “დინამო” ევროთასებისთვის მზადებას შეუდგა.
გუნდს თავისი სტადიონი და ბაზა არ აქვს, ამიტომ შოთა ჭეიშვილის შეგირდებმა ვარჯიში ვარჯიში ე.წ. “ანგისაზე” განაახლეს.
ბათუმელებს მარტვილის “მერანიდან” ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა დაემატა, ხოლო “სამტრედიადან” - ფორვარდი გიორგი გაბედავა.
საფეხბურთო კარიერა დაასრულა ამირან მუჯირმა, რომელიც ზღვისპირელთა სამწვრთნელო შტაბში დასაქმდა.