პირველი ევროპული თამაშების - ბაქო 2015 ის გახსნით ცერემონიას მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრება. 12 ივნიისს გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.
როგორც “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში კახა კალაძემ აღნიშნა, მთავრობის წარმომადგენლები ტურნირის დაწყებამდე ოლიმპიურ სოფელს ეწვევიან და ქართველ სპორტსმენებს მოინახულებენ.
“დარწმუნებული ვარ ქართველი სპორტსმენები გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს და გამარჯვებული დაბრუნდებიან სამშობლოში”, - განაცხადა სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ბაქო 2015-ის ოლიმპიადაში 17 სახეობის 105 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, სულ კი 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი იასპარეზებს.