პაპუნა ფონიავა, რომელიც გასულ სეზონში მარტვილის “მერანში” გამოდიოდა, საფეხბურთო კლუბ ბათუმის “დინამოში” გადავიდა. ამის შესახებ მარტვილელთა პრესსამსახური იუწყება.
21 წლის ნახევარმცველი “მერანის” აღზრდილია და პირველ გუნდში 2011-2012 წლების სეზონიდან გამოდიოდა. გასულ სეზონში მან მარტვილელთა რიგებში 25 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.