ფეხბურთი

15:18 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი: “ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ”

თბილისის დროით ხვალ გამთენიისას ჩილეში სამხრეთამერიკის ჩემპიონატი, იგივე კოპა ამერიკა იწყება. ტურნირის მასპინძელის, ჩილეს ნაკრების წამყვანმა მოთამაშემ არტურო ვიდალმა მშობლიურ მედიასთან მოახლოებული ტურნირის შესახებ ისაუბრა.

“ჩემთვის ეს ტურნირი რევანშის საშუალებაა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვიყავი მაქსიმალურ კონდიციებში. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ფიზიკურად იდეალურად ვარ მზად. ჩემს თანაგუნდელებს ვესაუბრე და გვჯერა, რომ კოპა ამერიკის მოგება შეგვიძლია. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ”, - განაცხადა ვიდალმა.

კოპა ამერიკაზე ჩილეს ნაკრები A ჯგუფში მექსიკის, ეკვადორისა და ბოლივიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.113173