როგორც Sky Sports იუწყება, ფელიპე ანდერსონს რომის “ლაციოს” დატოვება არ სურს. 22 წლის სამხრეთ ამერიკელის შეძენით ლუის ვან გაალია დაინტერესებული. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრმა ამ თემაზე ისაუბრა:
“ვთამაშობ “ლაციოში”. ახლახან კლუბთან ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ მხოლოდ “ლაციოზე” და არაფერზე სხვაზე.
რაც შეეხება შემოთავაზებას, ვერაფერს დავადასტურებ, რადგან წინადადებით არავის მოუმართავს. ასე რომ, ვრჩები “ლაციოს” ერთგული”, - აღნიშნა ანდერსონმა.
2013 წელს ანდერსონი “სანტოსიდან” გადავიდა “ლაციოში”. ნახევარმცველმა გასული სეზონის 23 მატჩში 10 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო.