ფეხბურთი

11:29 | 11.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს ჯეკოს შეძენა სურს

როგორც Daily Mail იუწყება, ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო თანახმაა “მანჩესტერ სიტი” დატოვოს. 29 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი ლონდონის “ჩელსიმ” გამოთქვა, “არისტოკრატთა” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო მოწადინებულია ედინ ჯეკოს დამატებით. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 20 მილიონი გირვანქა დასახელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპული” განიხილავს ჯეკოს შეძენის სურვილს, თუმცა ბრენდან როჯერსის გუნდის ნომერ პირველი ამოცანა კრისტიან ბენტეკეს შეძენაა.

ედინ ჯეკო 2007-2011 წლებში “ვოლფსბურგის” მოთამაშე იყო, 2011 წელს კი “მანჩესტერ სიტიში” განაგრძო კარიერა.

გასული სეზონი ჯეკოსთვის არც თუ ისე წარმატებული გამოვიდა - მან პრემიერლიგის 22 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.

თეგებიედინ ჯეკო
0.13061