ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ჰოლანდიის ქალაქ ჰერტოგენბოსხში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრში თამაში მეოთხედფინალში დაასრულა.
TOPSHELF OPEN-ის კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა მე-3 ნომრად განთესილ სერბ ელენა იანკოვიჩთან და რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან 4:6, 4:6 დამარცხდნენ და 60-60 სარეიტინგო ქულას დასჯერდნენ.