ჩოგბურთი

23:42 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილებს შემორჩა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ბელარუსის ქალაქ მინსკში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა ბადეს პირველ რაუნდში გამოეთიშა. მე-4 ნომრად განთესილმა შაფათავამ ბელარუს სვიატლანა პირაჟენკასთან 5:7, 1:6 წააგო.

საქართველოს პირველი ჩოგანი ბრძოლას აგრძელებს წყვილთა შეჯიბრში. მე-2 ნომრად განთესილი შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას დუეტი მეოთხედფინალში ძალებს რუსულ დუეტთან (ივახნენკო-მონოვა) მოსინჯავს.

0.77198