როგორც “ნიუკასლის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელად სტივ მაკლარენი დაინიშნა. 54 წლის სპეციალისტმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“მოხარული ვარ “ნიუკასლში” მოსვლით. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი. მესმის, რომ მნიშვნელოვანი დაბრკოლებების დაძლევა მოგვიწევს, თუმცა ვფიქრობ მთავარია გამარჯვებულის რწმენა” – აღნიშნა მაკლარენმა.
მისი სამწვრთნელოს კარიერა 1995 წელს “დერბი ქაუნთში” ასისტენტის თანამდებობით დაიწყო, შემდეგ მუშაობდა სერ ალექს ფერგიუსონის დამხმარედ, 2001 წლიდან კი ხუთი წლის განმავლობაში “მიდლსბროს” მთავარი მწვრთნელი იყო.
2006-2007 წლებში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. 2010-11 წლებშიკი გერმანულ “ვოლფსბურგს”, სადც ყოფნის პერიოდში აკაკი გოგიასთან იმუშავა.
გასული სეზონი “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაასრულა, დღეიდან კი “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელია.