როგორც Mirror-ი იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალისხმევას არ იშურებს ნიკოლას ოტამდენის შესაძენად. “ვალენსიას” ცენტრალური მცველის დამატებით ლუის ვან გაალია დაინტერესებული. კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა 35 მილიონი სტერლინგი გაიღოს არგენტინელი მოთამაშის შესაძენად.
შეგახსენებთ, ნიკოლას ოტამენდიმ დაადასტურა ესპანური კლუბის დატოვების სურვილი.
27 წლის მოთამაშემ გასული სეზონის ლა ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.