ჩოგბურთი

22:19 | 10.06.2015 | ნანახია 1093 - ჯერ

ენინი: “სერენა კვლავ საუკეთესოა”

დიდი სლემის 7-გზის გამარჯვებულმა, ბელგიელმა ჟუსტინ ენინმა, პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელის სერენა უილიამსის შესახებ ისაუბრა, რომელმაც წინა კვირაში “როლან გაროსის” ტურნირი მოიგო და კარიერაში 20 დიდი სლემის ტიტული დაუგროვდა.

“მიუხედავად იმისა, რომ სერენა ავად იყო, მან მაინც მოიგო. ის კვლავ საუკეთესოა. ვერ ვხედავ ვერცერთ გოგოს, ვისაც შეუძლიას მას კონკურენცია გაუწიოს. ის მთელი წელია დომინირებს. სერენა მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელია. როცა მას რომელიმე ტურნირის მოგება მოუნდება, ის ამას აკეთებს. დარწმუნებული ვარ, რომ უმცროსი უილიამსი 2 ან 3 წელის შემდეგ ისევ ამ დონეზე ითამაშებს” – განაცხადა ჟუსტინ ენინმა.

სერენა უილიამსმა მეოცე დიდისლემის ტურნირი მოიგო. ამ მაჩვენებლით ამერიკელს (ღია ერაში) მხოლოდ გერმანელი შტეფი გრაფი უსწრებს, რომელსაც გრანდ სლემის 22 ტიტული მოუპოვებია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:19 | 19.06.2015
BATIGOLI 9. (4375)

მემგონი ეს ვაფშე კაცია და იასნა რომ ქალებში ვერავინ ვერ უგებს

14:01 | 11.06.2015
Djoko (9552)

აეეეე ენიიიინ გრაფმა ისეთი დაგცინაააა ვერასდროს ვერ გამოიძრობ ამ ცინიზმს


10:08 | 11.06.2015
BEERTRANCE (97819)

მართლა მაგარია ეგ ჩემისა DDDDDDDDDDDDDDD

0.122849