“ბაიერნი” “საუთჰემპტონის” 23 წლის სენეგალელი შემტევით სადიო მანეთი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “რეკორდმაისტერი” უახლოეს მომავალში “საუთჰემპტონთან” მოლაპარაკებებს დაიწყებს.
მანე “წმინდანებმა” 2014 წელს 16 მილიონად შეიძინეს. 2014-15 წლების სეზონში შემტევმა 32 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.