ფეხბურთი

20:16 | 10.06.2015 | ნანახია 1728 - ჯერ

მარტინესი “პორტუს” გრანდის სანაცვლოდ ტოვებს

პორტუგალიური "პორტუს" კოლუმბიელი თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას გუნდს შეიცვლის. ეს ინფორმაცია სამხრეთამერიკელი ფორვარდის აგენტმა ლუის ენრიკე პომპეომ პორტუგალიურ გამოცემა o jogo-სთან დაადასტურა.

"ჯექსონ მარტინესის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ყველაფერი კი უახლოეს დღეებში გაცხადდება. ფეხბურთელი სათამაშოდ ევროპის ერთ-ერთ ტოპ გუნდში გადავა, ეს გადაწყვეტილია. მხოლოდ ბოლო დეტალებიღა რჩება მოსაგვარებელი", - განაცხადა მარტინესის აგენტმა.

30 წლის ფორვარდს იტალიური მედია აქტიურად უკავშირებს "მილანს". აპენინელი ჟურნალისტების ნარკვევით, "როსონერი" ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გაიღებს. მარტინესმა გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:52 | 11.06.2015
arsenal-14 (2185)

28-ის არის მარა 35 მილიონი ძაან მაღალი ფასია... და არც მილანი მეჩვენება მაგდენის გადამხდელი

21:54 | 10.06.2015
Torres9 (12692)

იბრა მარტინესის დუეტს ვიხილავთ სავარაუდოდ,გალიანი უკვე პორტოშია

20:35 | 10.06.2015
FenoMenez (44)

იბრა და ეს მოვიდნენ და მეტი არაფერი მინდა

20:35 | 10.06.2015
FenoMenez (44)

30 არა 28 წლისაა

20:31 | 10.06.2015
ika_juve (1742)

ოჰო კაი იქნება ეს მილანმა თუ გაჩითა... მარა 30 წლის კაცში ამდენი მაინც ზედემტია

0.552792