ფეხბურთი

19:02 | 10.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ფიფა-მ 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება შეწყვიტა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე განაცხადების მიღება შეწყვიტა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, განაცხადების მიღების შეწყვეტის მიზეზი ფიფა-ში მიმდინარე პროცესებია. საქმე კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით ორგანიზაციის რამდენიმე წევრის დაკავებასა და პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის გადადგომას ეხება.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებული იყო. ახალი რეგულაციით, განაცხადის შეტანა ნებისმიერ ქვეყანას შეეძლო, რომლის კონტინენტზეც წინა მუნდიალი არ გამართულა. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანა აზიის გარდა ყველა კონტინენტის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის კანადა, მექსიკა და კოლუმბია იბრძოლებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონატის საკუთარ ქვეყანაში ჩატარების სურვილი მაროკოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის (ერთობლივი მასპინძლობა), ასევე ყაზახეთის წარმომადგენლებს აქვთ. დღეის მდგომარეობით, მუნდიალის მასპინძლობის ყველაზე დიდი შანსი აშშ-ს აქვს.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:43 | 28.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ფინალია ლუჯნიკები
ბრაზილია-გერმანია

22:35 | 28.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ხოოო ფეხბურთის ციებ ცხელება ახლოვდებაააააა
რა მაგარიაააააა .....

16:15 | 28.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

საკმაოთ ძლიერი ნაკრებია.ხორვატია ის გუნდია ვისაც სიურპრიზი შეუძლია შემოგვთავაზოს. მათი სიურპრიზი ჩემთვის 1/2 ფინალი იქნება. თუმცა მწვრთმელი რამდენად გაქაჩავს ეგ სხვა საკითხია.

16:30 | 28.05.2018
kobaSP (4625)

1/2 ფინალი არა მგონია მეგობარო... თუმცა სიურპრიზი კი იქნება, გეთანხმები.
ჯგუფში აუცილებლად I ადგილი სჭირდებათ, რადგან C-ს პირველი- საფრანგეთი (99%-ით) არაფერს დაუთმობს ხორვატებს და არც ნებისმიერ D-ს მეორეადგილოსანს, არგენტინა იქნება ეგ თუ ისლანდა-ნიგერია. ამჟამინდელი საფრანგეთი, ხორვატებზე ბევრად ძლიერია.

18:09 | 28.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

მაგიტომ ვთქვი სიურპრიზი იქნება მეთქი. კარგი მწვრთნელი რომ ყავდეთ იგივეს განმეორებას არ გამოვრიცხავდი რაც 98-ში. აი ფრანგებმა საკუთარ სახლის გარდა ჯერ ვერსად ისეთი ვერ გააკეთეს და სახლშიც ევროზე უსახურ პორტუგალიასთან მარცხი დეშამის აქტივში ნამდვილად ვერ მივაწერ კი ქაღალდზე მაგარი გვარებია მარა რა? მახსოვს ლუქსემბურგს სახლში ვერ მოუგეს და ბელორუსებსაც ძლივს 2-1. ასე რომ ფრანგებმა ჯერ პერუს მოუგონ ადვიად

16:36 | 28.05.2018
geogoli (968)

ქაღალდზე საფრანგეთი ყველაზე ძლიერი მოჩანს მაგრამ რეალურად რა იქნება არავინ იცის. ეგრე მოჩანდა 2002-შიც, მაგრამ კი გემახსოვრება როგორც დაამთავრეს. თან ჩემი აზრით საფრაგნგეთს ყველაზე მეტად აზროვნება აკლია, აი მოდრიჩი რო ფრანგი იყოს დღესვე N1 ფავორიტად საფრანგეთს მივიჩნევდი

16:51 | 28.05.2018
kobaSP (4625)

2002-ს მე პირადად ჩემპიონატად არ ვთვლი. ეს იყო ტოტალიზატორის უსაზიზღრესი, უნიჭოდ დადგმული სცენები. როგორც 2 წლის შემდგომი ევრო.
არათუ მოჩანს მეგობარო, საფრანგეთი ევროპაში ყველაზე ძლიერ ნაკრებად მიმაჩნია მე პირადად. რაც შეეხება მოდრიჩს.. ერთი კაცი ვერას გახდება მსოფლიოზე მეგობარო. და არც მოდრიჩია მარადონას და ზიდანის დონის ფეხბურთელი. რაც შეეხება ხორვატიის ნაკრებს, მეც მესიმპათიურება ეგ გუნდი, თუმცა ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ. განვმეორდები და ვიტყვი: 16 ივნისის, კალინინგრადის მატჩს ექნება უდიდესი მნიშვნელობა თუ როგორ დამთავრდება, არც ნიგერია არაა ხელწამოსაკრავი მეტქოე... თან არც მქვრთნელის მეიმედება მე პირადად. ვნახოთ რა გამოვა და როგორ წაუვა თამაში. მთავარია ნიგერიასტან 3 ქულა აიღონ. მერე თავდაჯერებულად გამოვლენ უფრო.

18:39 | 28.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

მეგობარო გთხოვ ლოგიკურად ამიხსნა, როგორ გაიყიდა მსოფლიო 2002-ში და ვის გადაუხადა ფული ტოტალიზატორებმა, ან რამდენი ტოტალიხატორმა დადო გადასახადი ფული და მერე ეს თანხა განაწილდა ვისზე? ფრანგებს გადაურიცხეს ფული მილიონობით ფედერაციაში თუ მოთამაშეები გამაზეზ იქვე ადგილზე? ეს ჩვენი ყველას ნაამბობი ზღაპარი მე არ მგონია ახლო იყოს სიმართლესთან. სულ ახლახანს ბავარიამ აინტრახტთან წააგო და იუპი ასე გააცილა, გაყიდეს ეს თამაში? კარიუსმა ბენზემას უპასა და მერე ბეულის დარტყმული სიფათში რომ არ მოხვედროდა კარში შეაგდო ესიგი გაყიდული იყო ეს თამაშები?

19:02 | 28.05.2018
kobaSP (4625)

მაგ პერიოდში ვთამაშობდი მაზავშიკებთან ზუსტად. "საფრანგეთის ნაკრები (მოქმედი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი) რომ საერთოდ გოლს ვერ გაიტანდა 1-400-ზე!!! (არნახული კოეფიციენტი) იძლეოდნენ მაშინ.
ეს როგორც მაზავშიკები თორემ ზოგადად ტოტალიზატორში რაც ხდებოდა ეგ ვინ იცის.
და სამხ. კორეა?
უკვე სასაცილოც კი არ იყო მისგან იტალიის და შემდეგ ესპანეთის "დამარცხება".
ეტყობა სადღაც სინდისმა გაიღვიძა მათში და 1/2 ფინალში კიდევ თურქეთს არ შეახვედრეს და ფინალში არ გაათრიეს.
რავიცი, რავიცი... თუ სუფთად გეჩვენებათ ყველაფერი და "ლოგიკურია" მაშინ არ ვიკამათებ. შენ შენი აზრი გაქვს და მე ჩემი. რაც შეეხება თემას და ვინ ვისზე ძლიერია, ეგ მოედანზე გამოჩნდება.

18:56 | 28.05.2018
kobaSP (4625)

მარტო ფრანგები გახსენდება?
სამხრეთ კორეას მეოთხე, საპრიზო თუ სუფთად გეჩვენება შენ, მაშინ საერთოდ არ ქონია კამათს აზრი. წარმატებები ძმა.

19:22 | 28.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

არ სუFთა არ მგონია, ვუყურებდი და კორეას მსაჯები წახმარნენ იტალიასთან 1/8-ში, 1/4 0-0 ესპამეთან და 1/2 დამარცხდნენ. მარა ეს თამაშები უფრო ხალკე აღებულ მსაჯის ამბავი იყო ერთ კონკრეტულ თამაშზე და არა ტოტალიზატორზე, რასგან კორეა მასპინძელი იყო. ისე ნუ დაგავიწყდება 66-ში ჩრდილოეთ კორეა 1/4-ში 3-0 უგებდა პირვე ტაიმში პორტუგალიას და მერე ეუსებიოს პოკერით 3-5 წააგო. რატომ არ შეეძლო კორეას სახლში უფრო მეტის მიღწევა ცოტა მსაჯის წახმარებით? მარა ტოტალიზატორმა რომ კორეის მაგივრად მსაჯს ფული გადაუხადა ამას ვერ დავიჯერებ.

19:34 | 28.05.2018
kobaSP (4625)

არა. რა გადახდა მეგობარო.
უბრალოდ დავალება აქვთ თამაშამდე და მის მსვლელობაზეც. ამიტომ, ძალიან გასაიდუმლოებული პროფესიაა. გიფიქრიათ, ვინაა ეგ ხალხი? საიდან მოდიან, ან მერე სად მიდიან?
უბრალოდ აქვთ დავალება და მორჩა. აბა, თვითონ ვიდეო რეფერის სისტემა კარგა ხანია არსებობს და რატომ არ ნერგავენ მას? არ აწყობთ სუფთა თამაში სულ და მაგიტომ.
გნებავთ ხაზზე (კარს გვერდითა) მსაჯები ავიღოთ... როდესმე გინახავთ მათ რაიმე კორექტივა შექონდეთ თამაშში? რამდენჯერ გადაკვეთა ბურთმა ხაზი, არათუ გადაკვეთა, არამედ ლამის ბადესაც კი შეეხო და რა??? რამდენი გოლი მახსენდება ეგეთი ხაზის მსაჯის არსებობისას გაუქმებული... რატომ? არავის აწყობს ეგ შედეგი, ეგ გოლი, (თუნდაც კონკრეტულად მაგ ფეხბურთელისგან) და მაგიტომ...
"მსაჯი წაეხმარა ცოტას"... ჰმ.. "ничего себе" ცოტა წახმარება... გუნდის მსოფლიო ოთხეულში შეყვანა... წაეხმარა და არაფერი? ფიფამ არ გამოხატა რეაქცია? რატომ? იმიტომ რომ კონკრეტული დავალება ქონდა. აბა თავისი ინიციატივით დახმარებოდა? კარიერას იქვე დაასამარებდა. არგენტინელი სანჩესი. თუ ეკვადორელი მორენო. მერე ესპანეთთან ვიღაც ეგვიპტელი მოათრიეს და ასე...
"კორეამ ისტორია დაწერა".

19:31 | 28.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

მე მაინც და მაინც არ მეპიტნავება აფრო-ფრანგული ნაკრები ნუ განსხვავებული აზრები მარტო გაბუნიას ხომ არ აქვს? აფრიკელები სადაც უმეტესობაში იქნებიან მსოფლიო ჩემპიონები ვერ გახდებია, აღარ ვლაპარაკობ აფრიკის რომელიმე ნაკრენზე. მათ ჩემი აზრით ინტელექტი არ ეყოფათ

19:38 | 28.05.2018
kobaSP (4625)

შენ შენი ხედვა გაქვს მეგობარო. ზოგადად მეც არ მომწონს რაღაც მხრივ და ახლახანს საძმაკაცოში ვითვლიდიც კიდეც ევრო ნაკრებებს სადაც არ ყავთ უცხო ტომის ნატურალიზებული (კანის ფერს არ აქვს მნიშვნელობა) ხორვატებთან, ისლანდიასთან და კიდევ 2 ნაკრებთან ერთ-ერთი საქართველოა. მეც მომხრე ვარ სუფთა სისხლის იყვნენ (არიელები) ნაკრების ფეხბურთელები და არა მავრები. მაგრამ ყველაზე ნაცისტმა ნაცია- გერმანიამაც კი მიჰყო ამას ხელი, აგერ ბარე 20 წელია და რას იზამ. ეს რაც შეეხება ფერებს. თორემ ისევ ლოგიკას რომ დავუბრუნდეთ, რატომღაც მე პირადად საფრანგეთის სიძლიერის უფრო მჯერა, ვიდრე ხორვატების და რავიცი...
იმედია აცდებიან ერთმანეთს 1/4 ფინალამდე...

22:32 | 28.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

მე ხორვატების ფანი არ ვარ და არც ვინმესი ამ ჩემპზე. მეხბურთი მიყვარს და ვისიამოვნებ იმედია. მარა ერთს გეტყვი რასაც თვითონაც ხვდები. ღრუსებსაც დაეხმარებიან და ტოტალიზატორი არაფერ შუაშია.

17:04 | 28.05.2018
geogoli (968)

მე კიდე საერთოდ არ ვარ რასისტი მაგრამ ზანგი ფეხბურთელი (თუ ბრაზილიელი არაა) მოედნის ცენტრში მომკალი და არ მიყვარს. არ ვამბობ რომ კანტე, პოგბა და მატუიდი ცუდები არიან, პირიქით ძალიანაც მაგრები არიან მაგრამ საფეხბურთო აზროვნება აკლიათ ჩემი აზრით, იგივე რაც მოდრიჩს დიდი დოზით აქვს. იუვეში რომ იყო პოგბა იმ პოგბას გვერდს და ზურგს გენიოსი პირლო უმაგრებდა. აგერ მანჩესტერში კი გამოჩნდა რომ ლიდერობა არ შეუძლია. მაგიტომ ვთქვი რო მოდრიჩი ან ვინმე მსგავსი რომ ყავდეთ ცენტრში მაშინ ფავორიტები იქნებოდნენ. თუნდაც ერიქსენი რომ ყავდეთ ან ვინმე ვინც აზროვნებს თავით. იმ ძველ საფრანგეთში აზროვნების პრობლემას (და არა მარტო მაგას) ზიზუ წყვეტდა.

18:00 | 28.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

+1

17:14 | 28.05.2018
kobaSP (4625)

მესმის რასაც ამბობ მეგობარო.
იმედია გრიზმანი იკისრებს მაგ მისიას.
მე არ ვარ საფრანგეთის გულშემატკივარი. უბრალოდ რეალურად ვუყურებ სურათს. და მიმაჩნია რომ ფრანგები ბევრად ძლიერები არიან.
რაც შეეხება კანის ფერს..
არაბრაზილიელმა, შავმა ტიურამმა გადაუწყვიტა 20 წლის წინ ხორვატებს.
და... ისიც მოედნის ცენტრმა.
თუმცა ის 20 წლის წინ იყო და საფრანგეთიც მასპინძელი გახლდათ. მაგრამ, იმასაც ვიტყვი, რომ ის ხორვატია უფრო მომწონდა. სახელებით და თამაშითაც.
ეს მწვრთნელი არ მეიმედება. აი, ვერაფრით ჯდება ჩემ ხედვაში "ეს დალის-ძე". უსუსტეს საბერძნეთთან მოგებით ვერ ვიმსჯელებ, ეს კონტინგენტი რაც მას ყავს, მართლაც უძლიერესია და მაქსიმუმს ითხოვს ყველა, ვნახოთ რას იზამს...

15:27 | 28.05.2018
kobaSP (4625)

შესანიშნავი გუნდია! მართალია, არ არიან ისეთი ვარსკვლავები როგორებიც იყვნენ შუკერი და ბობანი, მაგრამ ყოფილ იუგოსლავიაში ეს ყველაზე უძლიერესი ნაკრებია. ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ. კი, კარგი ნახევარ დაცვა ყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ მე პირადად ამათი მწვრთნელის დიდად არ მეიმედება. ყველაფერს დიდწილ პირველი მატჩი გადაწყვიტავს ნიგერიასთან. ეს ის შეხვედრაა, სადაც ფრე არცერთს არ აძლევს ხელს, რადგან არც მებრზოლი ვიკინგები დათმობენ შემდეგ რაიმეს და არც არგენტინა. თუმცა... ნიგერიის ნაკრები საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. მოკლედ საინტერესო შეხვედრა გველოდება კალინინგრადში.

14:57 | 28.05.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ისე ამ ხორვატიამ ევროპაზე პორტუგალიასთან ერთად ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე ცუდი მატჩი გვაჩუქეს :დდ

14:55 | 28.05.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ყველაზე ნაკლებად ისლაანდიის გასვლა მგონია :დ

14:54 | 28.05.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მოკლედ მაგარი ჯგუფია ძაან :დ

14:54 | 28.05.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ისე ეს ბროზოვიჩი კოვაჩიჩს ჯობია? :დდ მეეჭვება რაღაც :დ

14:53 | 28.05.2018
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

აი ეს ნახევარდაცვა უნდა ყავდეს არგენტინას რაც ხორვატიას ყავს (მოდრიჩი რაკიტიჩი კოვაჩიჩი) და იქნებოდნენ მთავარი ფავორიტები :დ

14:51 | 28.05.2018
geo.ragby (458)

ძალიან კარგი ნაკრები ყავთ განსაკუთრებით ნახევარდაცვა ! არგენტინასთან თამაშში გამოჩნდება ორივე რისი თავი აქვთ!

14:35 | 28.05.2018
geogoli (968)

ჩემთვის ხორვატია მეოთხედფინალში გასვლის კანდიდატია, მერე კიდე არავინ იცის რა იქნება. ეს თაობა ნამდვილად იმსახურებს რომ კვალი დატოვოს სანაკრებო დონეზე

16:09 | 28.05.2018
kobaSP (4625)

1/4 ფინალის??? მაშინ ჯგუფში პირველით უნდა გავიდნენ... თორემ არა მგონია საფრანგეთმა (დიდი ალბათობით С-ს პირველი!) რაიმე დაუთმოს D ჯგუფის მეორე ადგილოსანს...

16:28 | 28.05.2018
geogoli (968)

ამ ნაკრებისგან არც არგენტინის დამარცხება იქნება წარმოუდგენელი და არც საფრანგეთის. რეალურად მართლა კაი გუნდია. მე არც ის გამიკვირდება ჯგუფში რო ჩარჩეს, მარა მაინც 1/4 მგონია.

16:56 | 28.05.2018
kobaSP (4625)

გეთანხმები. არაფერია გასაკვირი მართლაც. თან ჯგუფიც ყველაზე მურტალი ჯგუფია. წინასწარი პროგნოზი ურთულესია. რადგან 4-ვე გუნდი სხვა, თავისებურ ფეხბურთს თამაშობს. სადაც არაფერია გასაკვირი. არც ისლანდია-არგენტინის გასვლა და არც ნიგერია-ხორვატიის.

14:23 | 28.05.2018
პაველ მედვედი (ჩაგცხებს ილდინდინს) (5)

მანჯუუუ ♡♡♡ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ ხორვატებს ეჭვგარეშეა! სადაოა უკეთესი არის თუ არა 1998 წლის ნაკრებზე...

13:31 | 28.05.2018
kings never die (12388)

კაი ნაკრები ყავს ჭადრაკებს მაგრამ 20 წლის წინადელ ხორვატიასთან ახლოსაც ვერ მივლენ დღესაც მახსოვს ნათლად მაშინდელი ხორვატია ყველა თამაში აბსოლიტურად ძაან მაგარი გუნდი იყო დაჯე არგენტინასაც მოუგებდნენ მაგრამ ინგლისს არიდეს მერვედფინალში თავი და რუმინეთზე გავიდნენ რაც ძალიან კარგი გათვლა იყო მწვრთნელიც ძალიან მაგარი ყავდათ მიროსლავ ბლაჯევიჩი ძალიან კარგი მწვრთელი იყო შუკერი იარნი პროსინეჩკი ბობანი ზვონიმირ სოლდო ვლაოვი დაცვაში სლავენ ბილიჩი და იგორ ტუდორი კარში ლადიჩი და ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი ალიოშა ასანოვიჩი სუპერ გუნდი იყო ამ ხორვატია შუკერის ხორვატიასთან ბევრი უკლია 1998 წლის ხორვატია ალბათ ამ ქვეყნის ისტორიში ყოველთვის ნომერ პირველი იქნება

16:11 | 28.05.2018
kobaSP (4625)

სრულებით გეთანხმები! მართლაც რომ მსოფლიოში მესამე იყო! და აბსოლუტურად კანონზომიერია ის ადგილი რაც დაიკავეს. ორად-ორი გუნდი სჯობდათ მაშინ მათ და ისინიც ფინალში იყვნენ.

14:40 | 28.05.2018
geogoli (968)

მე ეს გუნდი მირჩევნია, სახელებით ყოველ შემთხვევაში ეს ჯობია. ნამდვილად არ ყავთ ისეთი დონის ვარსკვლავი როგორიც მოდრიჩია, შუკერსაც ვერ დავაყენებ მანჯუკიჩზე მაღლა (მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოზე დაგლიჯა). 98-ში ალბათ არ დააფასეს ხორვატია, განსაკუთრებით გერმანელებმა, თორემ ჰოლანდიას უკვე ნახევარფინალის მერე ჰქონდა ჩაქნეული ხელი მესამე ადგილზე.

14:53 | 28.05.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

მანჯუკიჩი ნაღდად გამორჩეული მებრძოლია (ხორვატები ამას ძალიან აფასებენ), თუმცა დავორი სხვა დონის ფორვარდი იყო. განსაკუთრებით ნაკრებში.
რაც შეეხება იმას, რომ გერმანელებმა ხორვატები არ დააფასეს, ეგ გამორიცხული მგონია. გერმანელების ხასიათიდან და კონცენტრაციიდან გამომდინარეც და იმის გამოც, რომ ორი წლით ადრე ევრო 96-ზე მეოთხედფინალში მსაჯების დახმარებით ძლივს მოუგეს.
98-ში ხორვატებს მართლაც უკეთესი გუნდი ჰყავდათ, ვიდრე კრიზისის გზაზე მდგარ გერმანიას.

15:36 | 28.05.2018
geogoli (968)

ტურამის გარდა ყველა მოდუნებული მეჩვენებოდა მე ხორვატიასთან
გერმანიის წაგებას მაშინ ვერაფრით ვერ წამოვიდგენდი

14:44 | 28.05.2018
kings never die (12388)

არ შეიძლება ეგ უტოპიააა მთლიანად მსოფლიოზე ვერ დაგაფასონ ეგეთი რამე გამორიცხულია ეგ შეიძლება ერთ თამაში მოხდეს მაგრამ მთლიანად ტურნირზე გამორიცხულია რასაც შენ ამბობ რეალობასთან ძალიან შორსაა ჯიგარო და შუკერს მანჯუკიჩი ჯობია ეგ კიდე ცალკე უკიდურესობააა ბობანს და პროსინეჩკის არც მოდრიჩი ჯობია და არც რაკიტიჩი

15:33 | 28.05.2018
geogoli (968)

აი ბობანი რო გეთქვა კიდე ჰო მარა პროსინეჩკის ნაღდად ჯობია მოდრიჩი, ბობანსაც მირჩევნია მე პირადად და ბევრ სხვასაც. შუკერს რაც შეეხება საკლუბო დონეზე ნამდვილად ვერ მიაღწია იმ დონეს რასაც მანჯუკიჩმა. ნუ ნაკრებს ძველს რომ უკეთესი შედეგი ჰქონდა ფაქტია.

12:34 | 28.05.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ისე, არგენტინასთან ჯგუფში ყოფნა კარგად აქვთ დაცდილი ხორვატებს. ახლა მეორე ტურში ხვდებიან ერთმანეთს, მაგარი ჯახი იქნება და აი მანდ გამოჩნდება, თუ რეალურად რისი ტრ...ი აქვთ სამხრეთამერიკელებს და შეუძლიათ თუ არა უმაღლეს მიზანს წაეპოტინონ.

0.064605