მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდით კარლოს ტევესითYდაინტერესების შესახებ გავრცელებული ცნობა დაადასტურა. მისი თქმით, "როხიბლანკოს" წარმომადგენლებს ტევესის აგენტთან კონტაქტი ჰქონდათ.
"მე პირადად კარლოსთან არ მისაუბრია, მაგრამ ჩემი გუნდის ხელმძღვანელები მის აგენტთან კონტაქტზე არიან. ტევესი ჩემი გუნდის სათამაშო სტილს იდეალურად შეეწყობა", - განაცხადა სიმეონემ.
ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაცია 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელის "ატლეტიკოში" შესაძლო გადასვლაზე. გასულ სეზონში ტევესმა იტალიის სერია A-ში 20, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 7 გოლი გაიტანა.