ფეხბურთი

18:14 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “მთავარი ამოცანა ლიდერების შენარჩუნებაა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ მისი გუნდი, მომდევნო სეზონისთვის, წამყვანი მოთამაშეების შენაჩუნებას მოახერხებს.

“სხვა სიტუაციაში, რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის კარგი მოთამაშეების გაყიდვის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. თუმცა, ახლა არავის დაკარგვა არ მინდა. ჩვენი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა გუნდის ლიდერების შენარჩუნებაა.

თუ გუნდში აზარი, ფაბრეგასი, ივანოვიჩი, მატიჩი და კოსტა დარჩებიან, უმთავრესი ამოცანა შესრულებული იქნება.

რაც შეეხება ფეხბურთელების ყიდვას – კარგი იქნება, თუ ახალ თავდამსხმელს დავიმატებთ, რადგან დროგბა გვტოვებს. გარდა ამისა, კონკურენციის გაზრდის მიზნით, მცველი და ნახევარმცველიც გვჭირდება.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Daily Mirror-ი.

0.116637