ფეხბურთი

18:01 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონია" ერთწლიანი განშორების შემდეგ სერია A-ს დაუბრუნდა

იტალიის სერია A-ს 2015-2016 წლების სეზონის მესამე საგზური "ბოლონიამ" მოიპოვა. სერია B-ს პლეი-ოფის ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დელიო როსის გუნდმა "პესკარასთან" სასურველ შედეგს მიაღწია და ერთწლიანი პაუზის შემდგომ ელიტას დაუბრუნდა.

"რენატო დალ არას" სტადიონზე გამართულ მატჩში "როსობლუს ფრეც ხელს აძლევდა, ვინაიდან 4 დღის წინ გამართული მატჩი უგოლოდ დასრულებულიყო და რეგულარულ სეზონში მასპინძლებს ზღვისპირელებზე მაღალი ადგილი დაეკავებინათ.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ, - 1:1 დასრულდა. ჯანლუკა სანსონეს ტაიმის მიწურულს გატანილ გოლს კრისტიან პასკუატომ 57-ე წუთზე უპასუხა, თუმცა მასიმო ოდოს გუნდმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა და მოვალ სეზონში სერია A-ში "ბოლონია" ითამაშებს. მანამდე იტალიის მთავარ ლიგაში თამაშის უფლება ისტორიაში პირველად "კარპიმ" და "ფროზინონემ" მოიპოვეს.

"ბოლონია" - "პესკარა" 1:1 (1:0)

ბოლონია, "სტადიო რენატო დალ არა"

მაყურებელი: 32.000

"ბოლონია": და კოსტა, მაიეტა, მორლეო, მბიაიე, ოიკონომუ, მატუზალემი, კრსტიჩიჩი (ბუჩელი 49), კაზარინი, ლარიბი, აკვაფრესკა (კაჩია 63), სანსონე (ჩეკარელი 67)

მწვრთნელი: დელიო როსი

"პესკარა": ფიორილო, სალამონი, პუჩინო, ძამპანო, ფორნაზიერი, მემუშაჯი, ბრუგმანი, პოლიტანო (სანსოვინი 46), ტორერია (ლაძარი 90), მელკიორი, კაპრარი (პასკუატო 46)

მწვრთნელი: მასიმო ოდო

გოლები: 1:0 სანსონე (37), 1:1 პასკუატო (56)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) - 13 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 1:5 გაფრთხილება: 3:4 გაძევება: 1:0

მსაჯი: მაიკლ ფაბრი

თეგებისერია A
0.115219