ფეხბურთი

15:02 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი პირველზეა, აზარი რონალდუზე მეტად ფასობს

საერთაშორისო ორგანიზაცია Football Observatory-ის ანალიზის მიხედვით დადგინდა ფეხბურთელების ახალი სატრანსფერო ღირებულებები. სეზონის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავის ლიონელ მესის ყიდვა ნებისმიერ კლუბს 225.3-დან 280.8 მილიონ ევრომდე დაუჯდება.

მეორე ადგილი ბელგიის ეროვნული ნაკრების და ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ედენ აზარმა დაიკავა. "ჩელსის" შემტევის სატრანსფერო ღირებულება 135.4-დან 148.9 მილიონ ევრომდე განისაზღვრა.

პრიმერადივიზიონის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა ნებისმიერ კლუბს 113.3-დან 124.7 მილიონ ევრომდე შეეძლება.

სამეული უკვე გაგაცანით ახლა კი ათეულის სხვა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებსაც წარმოგიდგენთ:

4 - ნეიმარი (“ბარსელონა”) 89.6 – 98.5 მილიონი ევრო

5 - სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 78.2 – 86

6 - რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”) 73.7 – 81

7 - პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) 70.3 – 77.3

8 - დიეგო კოშტა (“ჩელსი”) 69.9 – 76.9

9 - ალექსის სანჩესი (ლონდონის “არსენალი”) 67.8 – 74.6

10 - ხამეს როდრიგესი (“რეალი”) 62.5 – 68.8

0.179363