ჰელასის “ვერონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწვრთნელ ანდრეა მანდორლინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. იტალიელი სპეციალისტი გუნდში 2017 წლის ივლისამდე დარჩება და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების უფლებაც აქვს.
მანდორლინი “ვერონაში” 2010 წლის ნოემბერში მივიდა. მას შემდეგ გუნდმა 201 მატჩი ჩაატარა, აქედან 93 მოიგო, 53 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო 55 დაპირისპირებაში გულშემატკივრებს გული დასწყვიტა.