კალათბურთი

1:39 | 10.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

პოლონეთმა საუკეთესოები შეკრიბა

პოლონეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ტეილორმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის წინასწარი 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. საინტერესოა, რომ ამერიკელი სპეციალისტის სიაში ყველა უძლიერესი პოლონელი მოთამაშე მოხვდა, რაც ამ გუნდის ქომაგებს საკმაოდ იმედიანად განაწყობს.

ცხადია, მთავარი ამბავი ნაკრებში მარჩინ გორტატის და მაჩიეი ლამპეს დაბრუნებაა. მათ საკვალიფიკაცოო ეტაპზე არ უთამაშიათ, თუმცა, პოლონელებმა ერთადერთი მატჩი დათმეს და ევრობასკეტ-2015-ის საგზური მაინც დამაჯერებლად მოიპოვეს.

31 წლის გორტატს ნბა-ში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა. “ვაშინგტონ უიზარდსის” ცენტრი რეგულარულ სეზონში საშუალოდ 12.2 ქულას, 8.7 მოხსნას და 1.3 დაფარებას აგროვებდა, “ტორონტოსთან” და “ატლანტასთან” საპლეიოფო სერიებში კი მისმა შედეგებმა უფრო იმატა – 12.4 ქულა, 8.8 მოხსნა, 1.1 დაფარება.

სეზონი ჯერაც არ დაუსრულებია ლამპეს, რომელიც ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ვერაფრით იქცა, თუმცა, იქ ბოლო მოთამაშეც არაა. პოლონელი მძიმე ფორვარდი ესპანურ ლიგაში საშუალოდ 6.2 ქულას და 3.8 მოხსნას აგროვებდა, მიმდინარე პლეი-ოფში კი კატალონიელებთან ერთად ნახევარფინალში მალაგას “უნიკახას” ერკინება.

მოულოდნელია გუნდში ვეტერანი მიხალ იგნერსკის გამოჩენა. 35 წლის ფორვარდს სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა, ჩინებული საკლუბო სეზონი ჩაატარა და ევრობასკეტზე თამაშის ამბიციაც დაუბრუნდა. იგნერსკი ფრანგული “ლე მანის” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო ევროჩელენჯზე, სადაც საშუალოდ 12.9 ქულას და 4.1 მოხსნა აგროვებდა.

ლიდერების არყოფნაში, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წამყვან როლზე ადამ ვაჩინსკი გამოვიდა, რომელიც ნაკრებში ამჯერადაც გამოიძახეს. კვალიფიკაციაში მისი საშუალო მონაგარი 14.0 ქულა, 3.5 მოხსნა და 3.2 პასი იყო, საკლუბო დონეზე კი ის ესპანურ “ობრადოიროში” გაისარჯა და საშუალოდ 12.5 ქულას, 1.0 მოხსნას და 1.7 პასს აგროვებდა.

პოლონელთა თავკაცი გაფართოებულ შემადგენლობას 16 კალათბურთელამდე ახლო მომავალში შეკვეცავს და 20 ივლისიდან შეკრებებიც დაიწყება. მოსალოდნელია, რომ სწორედ იმ დროისთვის გაირკვევა პოლონელთა ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის ვინაობაც. ამ ეტაპზე ყველაზე რეალურად ათენის “პანათინაიკოსის” მცველი ეი ჯეი სლოტერის კანდიდატურა მოსჩანს, რომელიც გასულ სეზონში ევროლიგაში საშუალოდ 9.7 ქულას აგროვებდა.

უკვე ცნობილია პოლონელთა მოსამზადებელი გეგმაც, რომელიც არაერთ საკონტროლო მატჩს ითვალისწინებს. გუნდი პირველ თამაშებს 1-2 აგვისტოს ჩეხებთან ჩაატარებს, შემდეგ კი ლატვიასთან, სლოვენიასთან, ესპანეთთან, ბელგიასთან, მაკედონიასთან და ისლანდიასთან სპარინგებია.

ისიც ვთქვათ, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მასპინძელი საფრანგეთი, ფინეთი, რუსეთი, ისრაელი და ბოსნია-ჰერცეგოვინა ეყოლება.

პოლონეთის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ევრობასკეტ-2015-სთვის

ლუკაში კოშარეკი, პჟემისლავ ზამოისკი, აარონ ცელი, ადამ ჰრიჩანიუკი (“ჟიელონა გურა”), კამილ ლაჩინსკი (“კუტნო”), რობერტ სკიბნიევსკი, ლუკაშ ვიშნიევსკი (“შლიონსკი”), დარდან ბერიშა (“პრიშტინა”, კოსოვო), მიხალ ჩილინსკი, ალეკსანდერ ჩიჟი, დამიან კულიგი (“ტუროვი”), ტომაშ გიელო (მისისიპის უნივერსიტეტი, აშშ), კაროლ გრუშეჩკი, იაროსლავ მოკროში (“ენერჯა ჩარნი”), მიხალ მიხალაკი (“სოპოტი”), მატეუშ პონიტკა (“ოსტენდე”, ბელგია), მიხალ სოკოლოვსკი (“როსა რადომი”), ადამ ვაჩინსკი (“ობრადოირო”, ესპანეთი), მარჩინ გორტატი (“ვაშინგტონ უიზარდსი”, NBA), მიხალ იგნერსკი (“ლე მანი”, საფრანგეთი), პჟემისლავ კარნოვსკი (გონზაგას უნივერსიტეტი, აშშ), მაჩიეი ლამპე (“ბარსელონა”, ესპანეთი), შიმონ შევჩიკი (“კოშალინი”).


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:15 | 01.08.2017
პანტელეიმონი (4347)

რაც ცუდია გალინარისთვის, ის კარგია ჩვენი გუნდისთვის

20:42 | 31.07.2017
NudeDude (822)

უოოოოორიოოოორზიიის შემჩერებელი არავინაა მაინც გაისად)

20:40 | 31.07.2017
NudeDude (822)

მეთქი რამე დისციპლუნურმა კომიტეტმა სასჯელი დააკისრა ამ ეპიზოდის გამო თქო და ტიპი ისეთი ლამერია თითი მოუტეხავს:დდ არადა მევასება ძაან გალინარი და მეცოდება იმ ლუზერების გუნდში როა კალიფორნიიდან... მინესოტაში გაასწორებდა 4 ნომრად

15:55 | 31.07.2017
ogafa (10230)

კარგია დაისვენოს

14:43 | 31.07.2017
Buratino (3505)

ვაააა, ეს ნაღდად კაი ინფოა ქართველ ქომაგთათვის! ზოგადად არ ვარ იმის მოსურნე, რომ ჩვენი გუნდის მეტოქეებს წამყვანი მოთამაშეები დაემტვრეთ, მაგრამ მას მერე რაც ვიკას სახით დიდი ძალა გამოგვაკლდა, ასეთი ნიუსი იმ მხრივაა კარგი რომ იტალიელების წინააღმდეგ ბოლო მატჩში ნორმალური შანსები უნდა გვქონდეს (შესაძლოა მაგ თამაშმა ბევრი რამე გადაწყვიტოს). ის ხომ ცხადია, რომ ჩვენი 2 გამამწარებელი - ჯენტილე და გალინარი - როცა პარკეტზე არ იქნება, მათი დამარცხება უფრო იოლია

14:47 | 31.07.2017
Buratino (3505)

ისე, მაგ ინციდენტმა ჩემი სიჭაბუკე გამახსენა, უფრო სწორად კურიოზი რაც თავს გადამხდა. კერძოდ, ერთხელ სკოლაში ჩემზე მაღალკლასელს ვეჩხუბე, მუშტი მოვუქნიე და ყბაში მოვარტყი.
თუმცა, რად გინდა - ხელის მოქნევისას ხელის მტევანი მოდუნებული მქონდა და კინაღამ მოვიტეხე (საბოლოო ჯამში ვიღრძე)

19:58 | 31.07.2017
baxt (1836)

ეგ ხშირი შემთხვევაა, თუ მთელი ძალით დაარტყი და თან მაჯა არასწორად დაიჭირე მაგ დროს, შეიძლება თავად მოიტეხო. მე დამემართა მასე, ვიღაცის ყბას მივარტყი, იმას რა მოუვიდა, არ ვიცი, მაგრამ მეორე დღეს რენტგენი გადავიღე და მაჯის ერთი ძვალი აღმომაჩნდა გატეხილი..

15:20 | 31.07.2017
BEERTRANCE (97819)

ხელის მტევნები ხშირად უნდა ურტყა კედელს ან ხეს, რო გამძლეობაში ივარჯიშოს, პატარაობისას რო ვვარჯიშობდი არც მეგონა თითების იმ 2 წერტილში (მუშტის დარტყმისას რო უნდა მოარტყა უშუალოდ მეტოქეს) კანი თუ შემიხორცდებოდა ოდესმე DDDDDDDDDDD

13:27 | 31.07.2017
sabonis (9584)

რა დაარტყა ამისთანა ?DD ის ჰოლანდიელი გადარჩა?DDD

17:06 | 31.07.2017
ალლენ (463)

გადარჩებოდა აბა რა იქნებოდა რკინის ყოფილა დაარტყეს და თითი მოტეხა, იქეთ რომ დაერტყა გაუშვებდა მიქელასთან

13:01 | 31.07.2017
BEERTRANCE (97819)

ჩვენთვის კარგი ინფოა

12:35 | 31.07.2017
millllani (185)

ეხლა ვნახე კლიპერსის შემადგენლობა. ძაან მაგარი გუნდია სიამოვნებით რომ უყურებ. ტეოდოსიჩი გრიფინი გალინარი დეანდრე. მაღალი მიზნებისთვისაც გაიწევენ

12:28 | 31.07.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

გალინარის წარმატებებს ვუსურვებ მომავალში, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენთვის ეს ძალიან კარგი ინფოა. უკვე შეიძლება "აძურასთან" რაღაც-რაღაცეების დაგეგმვა - ჯენტილეს, ბარნიანის და ამ ახმახის არყოფნა დიდი დანაკლისია მათთვის.
ასეა ბატონებო. ჩვენი ჟურნალისტები მოწინააღმდეგე გუნდების წამყვანი მოთამაშეების ტრავმებით "გვახარებენ". და ჩვენ რით ვახარებთ მეტოქეებს ? ალბათ იმით, რომ იქაურ გაზეთებში იწერება - საქართველოს ბოისა და ლეჟავა ჯერ ისევ შემადგენლობაში ჰყავსო

13:00 | 31.07.2017
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

და "კაშჩეი ბესმერტნი" ტუღუში DDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ისე 1 კაშჩეი უსდღლიაშვილი ქე მოიცილა ძირითადმა DDDDDD

13:07 | 31.07.2017
KoRBeN DaLLaS (24846)

მთლად "ბესსმერტნი" არ ყოფილა ესეიგი...
უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ დანარჩენ "ავ გრძნეულებსაც" მოვიშორებთ DDDDDDDDD

14:13 | 31.07.2017
BEERTRANCE (97819)

და ახლებიც არ გამოჩნდნენ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06348
სარეკლამო ადგილი - 99
X x X