ჰოლანდიურ ჰერტოგენბოსხში ბალახის საფარზე დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრში წარმატებული სტარტი ოქსანა კალაშნიკოვამ.
TOPSHELF OPEN-ის პირველ რაუნდში კალაშნიკოვამ და რუსმა ევგენია როდინამ ჰოლანდიელი მიქაელა კრაიჩეკი და ამერიკელი კოკო ვანდევეიგე 6:2, 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-3 ნომრად განთესილ სერბ ელენა იანკოვიჩს და რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას გაეჯიბრებიან.