ჩოგბურთი

0:22 | 10.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მინსკის ტურნირში ჩაება

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ჩაება და წყვილთა შეჯიბრში პირველი გამარჯვებაც იზეიმა.

მე-2 ნომრად განთესილმა შაფათავამ და უკრაინელმა ანასტასია ვასილიევამ ასევე უკრაინელებს იანჩუკს და სოტნიკოვას 6:2, 7:6 (10:8) სძლიეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც რუსებს – ივახნენკოს და მონოვას გაეჯიბრებიან.

ერთეულთა ტურნირში სოფოს მე-4 რეიტინგი გააჩნია და პირველ რაუნდში ძალებს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სვიატლანა პირაჟენკასთან (ბელარუსი) მოსინჯავს.

0.119988