კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ლუის ენრიკეს აწ უკვე გასულ სეზონში გარჯა დაუფასა და კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ესპანელი სპეციალისტი “კამპ ნოუზე” მუშაობას 2017 წლის ივლისამდე შეძლებს.
გასული სეზონი ენრიკეს ნაყოფიერი გამოუვიდა. მისმა გუნდმა ჰეთთრიკი შეასრულა, მოიგო რა პრიმერადივიზიონი, ესპანეთის სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგის თასი. ესპანელის გაწვრთნილმა გუნდმა 60 მატჩი ჩაატარა, აქედან 50 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, ხოლო 6 მათგანში დამარცხდა.