ფეხბურთი

19:15 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო უკრაინას მეცხრედ ლინცში შეხვდება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა უკრაინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის დღეს მსუბუქად ივარჯიშა.

საქართველო-უკრაინის დაპირისპირება 9 ივნისს ავსტრიის ქალაქ ლინცში სტადიონ “ლინცერზე” ჩატარდება, რომელიც 1952 წელსაა აშენებული და თავიდან 20500 გულშემატკივარს იტევდა. 2012 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ, სტადიონის ტევადობა 18000-მდე შემცირდა.

მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მომავალ შეხვედრას ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი მარკუს ჰამეტერი იქნება, რომელსაც როლანდ ბრაუნდშმიტი და შტეფან კიური დაეხმარებიან.

აქამდე, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან. უკრაინელებმა 5 მატჩში მოიგეს და 3 ფრედ დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16518