ვასილ მაისურაძემ საქართველოს 19 წლამდე (1997 წელს დაბადებულები) ფეხბურთელთა ნაკრები შეკრიბა, რომელსაც 14 და 16 ივნისს თბილისში ამხანაგური მატჩების ჩატარება პოლონელ თანატოლებთან მოუწევს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, მაისურაძემ შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:
მეკარეები: ბექა ქურდაძე, გიორგი ჩოჩიშვილი (ორივე “საბურთალო”)
მცველები: ირაკლი კომახიძე (“შუქურა”, ქობულეთი), ცოტნე ნადარაია (“საბურთალო”), ლუკა ლოჩოშვილი, ანდრო ნემსაძე, ლუკა გადრანი (ყველა “დინამო”), გიორგი თვარაძე (“ლოკომოტივ გრუზია”, უკრაინა), ირაკლი კამლაძე (“ჩიხურა”).
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, გიორგი ღვინაშვილი (ორივე “ლოკომოტივი”), გიორგი კურმაშვილი (“დილა”), სანდრო ალთუნაშვილი, ბექა ნიკოლაიშვილი, ლუკა ბლიაძე, ბექა გვარაძე (ყველა “საბურთალო”), ნიკა ბაშალეიშვილი, ნიკა გაბრიჩიძე (ორივე “დინამო”), შალვა ფურცხვანიძე (“ტორპედო”).
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (“საბურთალო”), გიორგი კიკნაძე (“ლოკომოტივი”), გურამ გოშთელიანი (“საბურთალო”), გიორგი ბერიძე (“ზესტაფონი”).
საქართველოსა და პოლონეთის 19-წლამდელთა ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე წლის 12-17 ნოემბერს მაისურაძის შეგირდები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში თბილისში ითამაშებენ. ქართველების მეტოქეები ავსტრიელი, უელსელი და ალბანელი თანატოლები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ მაისურაძის ხელმძღვანელობით წელს თბილისის “ლოკომოტივი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.