უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ “სპორტ-ექსპრესს ვ უკრაინესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მის გუნდთან ამხანაგური მატჩის ჩატარებას მხოლოდ საქართველოს ნაკრები დათანხმდა.
- თუ ადრე თქვენი შეგირდები მუდმივად შეკრებას კოზინოში გადიოდნენ, ამჯერად, ამ მიზნით ავსტრიაში გაემგზავრნენ. ამ ქვეყნის არჩევისას რით ხელმძღვანელობდით?
- ცნობილია, რომ 9 ივნისს ამხანაგური მატჩის ჩატარება საქართველოს ნაკრებთან მოგვიწევს. ქართველებმა უკრაინაში ჩამოსვლაზე უარი თქვეს, რადგან შესარჩევ ციკლში თავის ჯგუფში მატჩის ჩატარებამდე შეკრებას ავსტრიაში გადიან. ჩვენს გუნდს ავსტრიაში თამაში მათ შესთავაზეს.
- საქართველოს ნაკრებთან სპარინგი ერთადერთი ოპტიმალური ვარიანტი იყო თუ სხვებიც განიხილებოდა?
- ბევრი ვარიანტი არ ყოფილა, რადგან უკრაინაში ჩასვლა არავის სურს. უფრო კონკრეტულად სავარაუდო სპარინგ-პარტნიორების თაობაზე ის ხალხი მოგიყვებათ, ვინც ამ საქმით უშუალოდ დაკავებული იყო. ვიცი, რომ სამი ვარიანტი შეგვთავაზეს. თავდაპირველად ერთ-ერთზე შევჩერდით, მაგრამ ბოლო მომენტში მეტოქემ გადაიფიქრა. იგივე მეორე მეტოქემაც გააკეთა. მხოლოდ საქართველო დარჩა, რომელსაც ვეთამაშებით.
- საქართველოს ნაკრები საქმეში ბოლოს როდის ნახეთ?
- ძალიან დიდი ხნის წინ. თუმცა, მისი თამაშის გასაცნობად დრო გვაქვს. ჩვენს განკარგულებაში საქართველოს ნაკრების მიერ მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჩატარებული რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერია, რომლებსაც შევისწავლით.