ჭადრაკი

14:36 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაიჭაძეს ცოტა დააკლდა

ინდურ მუმბაიში დასრულებულ მერის თასზე ჩემპიონობამდე სულ ცოტა დააკლდა ლუკა პაიჭაძეს (2558). მე-9 რეიტინგის მქონე ქართველმა მოჭადრაკემ ათ ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და გამარჯვებულ მარტინ კრავცივს (უკრაინა, 2589) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

დასკვნით ტურში პაიჭაძემ შავი ფიგურებით ინდოელი ლაქსმანი (2417) დაამარცხა, კრავცივმა კი თეთრებით ასევე მასპინძელი პრიადჰარშანი (2462) დაამარცხა.

მუმბაის ტურნირზე კიდევ რამდენიმე ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა, რომელთაც ასეთი შედეგები აჩვენეს: 8. მიხეილ მჭედლიშვილი (2597) – 7.0; 12. შოთა აზალაძე (2499) – 7.0; 14. მერაბ გაგუნაშვილი (2600) – 7.0; 23. ლევან ფანცულაია (2616) – 6.5; 89. თამაზ გუგულაშვილი (2066) – 4.5;

0.125757