ფეხბურთი

12:56 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალია ფიფას ტურნირებზე სამონაწილეო კანდიდატურას რეფორმის ბოლომდე არ წარადგენს

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, ავსტრალია ფიფას ტურნირებზე კანდიდატურას მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში ძირეულ რეორგანიზაციამდე არ წარადგენს.

“ამჟამინდელი ცვალებადი მდგომარეობის გამო, ფეხბურთის ფედერაცია ფიფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე თავის კანდიდატურას არ წარადგენს. ფიფამ ნათელი გახადა, რომ რეფორმები საჭიროა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაცია ყელამდე პრობლემებშია, რომელიც წლების განმავლობაში აღმოცენდა. ამ დროისთვის, როდესაც ფიფა ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშია, რთული წარმოსადგენია ავსტრალიამ კანდიდატურა წამოაყენოს.” – ნათქვამია ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ავსტრალიას 2023 წლის ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძლობის უფლებისთვის უნდა ებრძოლა, თუმცა გადაიფიქრა. გასულ თვეში აშშ-ს გამოძიების შედეგად ფიფას 14 ყოფილი და ამჟამინდელი ჩინოვნიკი დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლოა 2018 და 2022 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება რუსეთს და ყატარს ჩამოერთვას. ავსტრალიამ აზიურ ქვეყანასთან 22-ე მუნდიალის მასპინძლობის უფლების მოპოვება ერთი ხმით წააგო. ძირფესვიანი გამოძიება დაადგენს, მოიპოვა თუ არა ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ქრთამის სანაცვლოდ.

0.119496