ფეხბურთი

12:17 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუ იორკ სიტის” პირლოს გადაბირებაში “სიდნეი” შეეცილება

ESPN FC-ის ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ანდრეა პირლოს საფიქრალი აქვს და ჯერ ვერ გადაუწყვეტავს, რომელ კლუბში გადავიდეს “ნიუ იორკ სიტიში” თუ “სიდნეიში”.

ამერიკულმა კლუბმა უკვე შესთავაზა პირლოს კონტრაქტი. ამავდროულად 8 ივნისს Sydney Morning Herald-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირლოს წარმომადგენლები ავსტრალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს, ტრანსფერის თაობაზე.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ პირლოს ცრემლები გადმოსცვივდა, შემდეგ კი განაცხადა: “ეს დამშვიდობების ცრემლები კი არა ფინალში განცდილი მარცხის გახლდათ. არ ვიცი კიდევ როდის მომეცემა გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის შანსი.”

ჯანლუიჯი ბუფონმა პირლოს შესახებ შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: “პირლოსთან ბევრ თემაზე მისაუბრია, მაგრამ არა მის მომავალზე. მისი ცრემლები ბუნებრივია მამაკაცის, რომელმაც ფინალში მარცხი განიცადა.”

“იუვეს” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კი პირლოს მომავლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ იცის და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან პირლო ტურინულ გუნდს წასვლით გულს დასწყვეტს.

0.116726