როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, მიუნხენის “ბაიერნი” მატეო დარმიანის ტრანსფერზე “ტორინოს” ვერ შეუთანხმდა. გერმანულმა მხარემ დარმიანის სანაცვლოდ ტურინელებს 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა კლუბები ამ თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. “ტორინო” დარმიანის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვდა.
25 წლის იტალიელი მოთამაშის შეძენა პეპ გვარდიოლას ძალიან სურდა. დარმიანის თაობაზე მოლაპარაკება სწორედ კატალონიელის მოთხოვნით დაიწყო.
იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი “მილანის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, თუმცა “მილანის” ძირითად გუნდში ვერ დამკვიდრდა, რის შემდეგაც დარმიანიმ “პადოვას”, “პალერმოსა” და “ტორინოს” მაისურით ითამაშა.