ფეხბურთი

18:42 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდმა” იულიან ვაიგლი დაიმატა

19 წლის გერმანელი ნახევარმცველი იულიან ვაიგლი კარიერას “დორტმუნდში” განაგრძობს. “მიუნხენ 1860”-ის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი დორმტუნდელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

გარიგების ფინანსური დეტალები და კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია.

იულიან ვაიგლი “მიუნხენ 1860”-ის სკოლის აღზრდილია. მე-2 ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში მან მონაწილეობა 24 მატჩში მიიღო.

0.129163