რომის "ლაციოს" გერმანელი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მომავალ სეზონსაც "სტადიო ოლიმპიკოზე" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია რომაული გუნდის წარმომადგენელმა იგლი ტარემ ოფიციალურად დაადასტურა.
"მან გადაწყვიტა, რომ "ლაციოში" თამაში გააგრძელოს. იგი ჩვენთან კიდევ ერთი წელი დარჩება, რაც ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაციაა", - თქვა ალბანეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა.
36 წლის მიროსლავ კლოზე "ლაციოში" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გასულ სეზონში კი საკუთარ გუნდს იტალიის სერია A-ში 34 მატჩში გატანილი 13 გოლით დაეხმარა.