ფეხბურთი

18:05 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეიშ ვიდალს კარიერის “ბარსელონაში” დასრულების იმედი აქვს

“ბარსელონას” ახალწვეულმა, ალეიშ ვიდალმა, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და იმედი გამოთქვა, რომ ის კარიერას კატალონიურ კლუბში დაასრულებს.

“ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. “ბარსელონაში” გადმოსვლამდე ბევრ გუნდში ვითამაშე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს კლუბი ჩემს კარიერაში ბოლო იქნება. აქ მოსახვედრად ბევრი რამ გადავიტანე.” – განაცხადა ვიდალმა, რომელმაც “ბარსელონას” თავისი მომავალი მომდევნო 5 წლით დაუკავშირა.

“ბარსელონას” ალეიშ ვიდალის ტრანსფერი 18 მილიონი ევრო დაუჯდა. შეთანხმება სატრანსფერო ღირებულების კიდევ 4 მილიონით გაზრდას ითვალისწინებს.

ალეიშ ვიდალი, რომელიც წარმოშობით კატალონიელია, “ბარსელონას” ახალგაზრდულ სკოლაში ერთი სეზონის განმვლობაში თამაშობდა. შემდეგ მან ძალები “რეალის”, “რეუსისა” და “ესპანიოლის” საფეხბურთო სკოლებში მოსინჯა. ვიდალმა პროფესიონალური კარიერა 2008 წელს “ეპანიოლში” დაიწყო. შემდეგ მის კარიერაში იყო “პანათრაიკიკოსი”, “პოლბა მაფუმეტი”, “ხიმნასტიკი”, “მალიორკა”, “ალმერია”, “სევილია” და ახლა უკვე “ბარსელონა”.

0.116263