ფეხბურთი

17:32 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" მეორე შენაძენი: იულიან ვაიგლი

"დორტმუნდმა" მეორებუნდესლიგელი "მიუნხენ 1860"-დან ნახევარმცველი იულიან ვაიგლი შეიძინა. ვაიგლი 19 წლისაა და გერმანიის 20-წლამდელთა ნარებში 7 მატჩი ჩაუტარებია (1 გოლი). ტანმაღალი ვაიგლი საყრდენი ნახევარმცველი გახლავთ.

"იულიან ვაიგლი ნიჭიერი ნახევარმცველია, რომელსაც ყველანაირი პერსპექტივა აქვს, რათა დიდი ფეხბურთი ითამაშოს" - განაცხადა "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

დორტმუნელთათვის ვაიგლი ამ ზაფხულს მეორე შენაძენია: პირველი იყო გონსალო კასტრო, რომელიც "ლევერკუზენში" თამაშობდა.

0.12892